Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია შეხვდა გერმანიის ელჩს ჰუბერტ კნირშს


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გერმანიის ელჩს ჰუბერტ კნირშს მიულოცა გერმანიის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ექვსი თვით გადაბარება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გერმანელ ელჩს მადლობა გადაუხადა აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რასაც, პრესრელიზის თანახმად კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მიერ საქართველოს იმ 15 ქვეყანას შორის დასახელება, რომლებზეც საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ COVID - 19-ის გავრცელების თვალსაზრისით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნად შეფასება დიდი შესაძლებლობაა, რომელიც გონივრულად და თანმიმდევრულად უნდა იქნას გამოყენებული.

როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ევროკავშირის წევრ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, რათა კოორდინირებულად და ეტაპობრივად შესაძლებელი გახდეს უსაფრთხო მიმოსვლა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა გერმანიის და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ერთგულება ევროინტეგრაციის პროცესების მიმართ და საიმედო პარტნიორობა - ეკონომიკური თვალსაზრისით.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG