Accessibility links

20 მლნ დოლარის გაყიდვით ეროვნულმა ბანკმა ლარი დოლართან 1 თეთრით გაამყარა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 2 ივლისს 20 მლნ დოლარი გაყიდა. ამით ლარი დოლართან 1,04 თეთრით გამყარადა.

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებით ლარი 20-ზე მეტ ვალუტასთან გამყარდა. ხვალიდან, 3 ივლისიდან გაცვლითი კურსი ასეთი იქნება:

  • 1 დოლარი - 3,0463 ლარი;
  • 1 ევრო - 3,4381 ლარი.

ბოლო სამ თვეში ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 6 ივნისს იყო. ამ დღეს 1 დოლარის ყიდვა 2,9562 ლარად იყო შესაძლებელი. ამავე პერიოდში ლარი ყველაზე მეტად 14 მაისს გაუფასურდა - 1 დოლარის ფასი 3,2037 ლარი იყო. დოლარი სამლარიან ნიშნულს პირველად კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, 17 მარს გადასცდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG