Accessibility links

საკარანტინე სივრცეებში მოქალაქეების მიყვანა-წამოყვანაში 1,5 მლნ ლარი დაიხარჯა


საქართველოს საზღვრებიდან საკარანტინე სივრცეებამდე მოქალაქეების მისაყვანად და უკან წამოსაყვანად ბიუჯეტიდან უკვე თითქმის 1,5 მლნ ლარი დაიხარჯა. ხელშეკრულებები ბათმის მერიამ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ გააფორმეს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამი ხელშეკრულება გააფორმა შპს "ჯორჯიან ბასთან", ხოლო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა და ბათუმის მერიამ შპს "აჭარტრანსრეგულირებასთან" ორი ხელშეკრულება, ჯამში, 700 ათას ლარზე მეტი ღირებულების. ორივე კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებების ჯამური მოცულობა 1 751 430 ლარია.

ამ დროის მონაცემებით, სახელმწიფო უწყებებს ჯამში 300 ათას ლარზე მეტის მომსახურების მიღება კვლავ შეუძლიათ. ამისთვის ვადა 31 დეკემბრამდე აქვთ.

საქართველოში უკვე სამ თვეა, რაც სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეები საკარანტინე სივრცეებში გადაჰყავთ. ამისთვის ბიუჯეტიდან სასტუმროების ნომრებს ჯავშნიან. საქართველს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშის მიხედვით, სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად გამოყენებაში 32,5 მლნ ლარი დაიხარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG