Accessibility links

კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში კორონავირუსის არარსებობა პარტიის დამსახურებად გამოაცხადა


მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ აქვთ.

ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ეს პარტიის დამსახურებაა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს კიმ ჩენ ინის განცხადებას, რომლის მიხედვით, მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეამ ვირუსის გავრცელება სრულად აღკვეთა და ეს ბრწყინვალე შედეგი მიღწეულია მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის შორსმჭვრეტელური მოქმედებებით და ადამიანების მაღალი შეგნებით.

ჩრდილოეთ კორეის შრომის პარტიის პოლიტბიუროს სხდომაზე კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ხალხი პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბრძანებით მოძრაობს, როგორც ერთი მთლიანი სხეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG