Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები შიდა გადაცემას არ უკავშირდება


კორონავირუსით ინფიცირებული ოთხივე ახალი პაციენტი სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მედიას უთხრა, რომ არცერთი ახალი შემთხვევა არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. ოთხიდან ორი ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დღეს დილით დადასტურდა. საერთო რიცხვი 943-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 821.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.

3 ივლისის დილის მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 107 პაციენტს. კარანტინის რეჟიმშია 3080 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG