Accessibility links

გიორგი გახარია: წარმოდგენა არ მაქვს, მომავალ საპარლამენტო სიაში ვის ვიხილავთ


​საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ არ იცის ვინ იქნება მათი პარტიის მომავალ სიაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს განაცხადა, რომელიც პარლამენტში მუშაობის დროს გამდიდრებულ დეპუტატების სიაში შეყვანას შეეხებოდა.

"წარმოდგენა არ მაქვს, მომავალ საპარლამენტო სიაში ვის ვიხილავთ. ქვეყანაში არსებობს საგამოძიებო ორგანო, ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები კვლევას გადაუგზავნიან. იმდენად ღიაა დღეს მედია სივრცე, რომ არაფერი დაიმალება. შესაბამისად, თუ იქ რაიმე საფუძველი არსებობს, დაიწყება მოკვლევა", - თქვა გახარიამ.

დღეს, 3 ივლისს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე სახელმწიფოსთან 6 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG