Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია შაქარაშვილის საქმეზე: პოლიტიკურად რომ არ გამოიყენონ, კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კითხვები არცერთი მოქალაქეს არ უნდა დარჩეს. მისი თქმით, საკითხი პოლიტიკურად რომ არ გამოიყენონ, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

"რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ადამიანის ტრაგედიებს, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთები ცდილობენ, რომ რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს თემა დავხურეთ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არცერთი კითხვის ნიშანი... მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ... უახლოეს საათებში და დღეებში ყველა დასმულ შეკითხვას შესაბამისმა უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ", - თქვა გახარიამ.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ის მანამდე დაბადების დღის წვეულებაზე იყო. საქმე გატაცებისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დღეს მომხდარი ძალადობის გამო დააკავეს 17 პირი, თუმცა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არავის წაყენებია ბრალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG