Accessibility links

სახმელეთო საზღვრის გახსნას ხელისუფლება ჯერ არ გეგმავს


პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სახმელეთო საზღვის გახსნა არ იგეგმება. ეფექტური კონტოლის მიუხედავად, გახარიას თქმით, ხელისუფლება ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადადგამს.

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშრებით ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ, არ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ყველაფერი დაკავშირებული ტვირთების გადაზიდვასთან, არის აბსოლუტურად ყველანაირი შეფერხების გარეშე. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო და გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობას, მთელი იმ 72- საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა. აქ კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი კორონავირუსისი პანდემიის გამო, სამ თვეზე მეტია საქართველოს საჰაეროსთან ერთად ჩაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვრებიც. არ ხორციელდება რეგურალური ფრენები, სრულდება წინასწარ განსაზღვრული ჩარტერული რეისები.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვარს, საქართელოში შემოსვა შეუძლიათ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს შესაბამისი კონტროლის საფუძველზე და უცხოეთიდან საქართველოში სახმელეთო საზღვრით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს.

3 ივლისს საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით ინფიცირებული ოთხივე ახალი პაციენტი სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მედიას უთხრა, რომ არცერთი ახალი შემთხვევა არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. ოთხიდან ორი ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 943-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 821.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.

3 ივლისის დილის მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 107 პაციენტს. კარანტინის რეჟიმშია 3080 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG