Accessibility links

ომბუდსმენი: სუს-ის საქმე არაა, მედია როგორ სიუჟეტებს მოამზადებს


საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების ნიშნებს ხედავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტზე გამოძიების დაწყების მოტივად. აპარატმა უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვა.

"სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს. ეს გამოძიება, რაც მიმდინარეობს, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაცია უფროა", - თქვა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 20 ივნისს "მთავარი არხის" ეთერში გასულ მასალას, რომელიც "კოვიდსტატუსის ყიდვას" შეეხებოდა, საბოტაჟის მუხლით იძიებს. უწყებამ უკვე გამოკითხა მასალაში მონაწილე პირები და არხი მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის მსგავსად, მედიასაშუალების საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევის სურვილს ხედავენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამას გამორიცხავს და დასძენს, რომ "მთავარი არხი" არავის მისცემს თავის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG