Accessibility links

საფრანგეთის მთავრობის გადადგომის შემდეგ ახალი პრემიერი გახდა ჟან კასტეკსი


საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, ჟან კასტეკსი

საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ჟან კასტეკსი, იტყობინება ელისეს სასახლე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილების შესახებ.

კასტექსი პასუხისმგებელი იყო კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების რეჟიმიდან გამოსვლის პროცესზე.

3 ივლისს, უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა მიიღო ედუარ ფილიპის მთავრობის გადადგომა. ფილიპს თანამდებობა ეკავა 2017 წლის მაისის შემდეგ.

საფრანგეთის მთავრობაში გადაადგილებები მოულოდნელი არ ყოფილა. მაკრონმა ადრე განაცხადა, რომ შეიქმნება „ახალი გუნდი“, იტყობინება საფრანგეთის მედია.

ფრანს-პრესის თანახმად, მუნიციპალურ არჩევნებზე ამ კვირას, მაკრონის ცენტრისტულმა პარტიამ არაერთი მარცხი განიცადა, ხოლო მწვანეთა პარტიამ მოიგო კენჭისყრა რამდენიმე დიდი ქალაქში. ივნისის ბოლოს ფილიპმა გაიმარჯვა ქალაქის მერის არჩევნებში ჰავრში, სადაც ადრე უკვე ეკავა ქალაქის თავის პოსტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG