Accessibility links

სერბეთი ბელგრადში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ვირუსული ინფექციის გაზრდილი შემთხვევების გამო


სერბეთმა დედაქალაქ ბელგრადში, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კვლავ დააწესა რიგი შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად, ინფექციის აფეთქების შემდეგ.

მთავრობამ 3 ივლისს ნიღბის ტარება სავალდებულო გახადა დახურულ საზოგადოებრივ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კლუბებისა და კაფეების მუშაობის საათები შეამცირა - ახლა ისინი დაკეტილი იქნება საღამოს 11 საათიდან დილის 6 საათამდე, ასევე შეზღუდა ხალხის თავშეყრა - 100 ადამიანამდე - დახურულ სივრცეში და 500 ადამიანამდე - ღია სივრცეში.

მათ, ვინც ნიღბებს არ გაიკეთებს დახურულ სივრცეში, მაღალი ჯარიმა ემუქრებათ.

პრეზიდენტმა ალექსანდერ ვუჩიჩმა ამ ზომების შესახებ წინა ღამით გამოაცხადა ტელევიზიით. საგანგებო მდგომარეობა დაუყოვნებლივ ამოქმედდება, განაცხადა დედაქალაქის მერიამ 3 ივლისის დადგენილებაში და დასძინა, რომ წესებს ორი კვირის შემდეგ გადახედავენ.

სერბეთმა 2 ივლისს ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა გამოაცხადა, რომლის 80 პროცენტი ბელგრადსა და მის შემოგარენშია, სადაც ქვეყნის 7-მილიონიანი მოსახლეობის ერთი მესამედი ცხოვრობს.

შემთხვევების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. კრიტიკოსები ვუჩიჩს ადანაშაულებენ ახალი აფეთქების გამო, რადგან მან შეამსუბუქა შეზღუდვები იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნები 21 ივნისს ჩატარებულიყო, რაც მისი და მისი პოპულისტი მთავრობის ინტერესებში იყო - საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG