Accessibility links

ნათია თურნავას თქმით, ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება. ამასთან, მინისტრი ლაპარაკობს ალტერნატიურ საშუალებაზე, რაც ასევე ფასიანი იქნება.

„მათ შეუძლიათ აირჩიონ ტესტირების რეჟიმი, თავად უნდა შეიძინონ ტესტი და 14 დღის განმავლობაში, ყოველ 3 დღეში უნდა ჩაიტარონ ტესტირება. ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირიდან ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს. ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულს. მათ მიეცემათ საშუალება, სავალდებულო კარანტინი ჩაანაცვლონ სავალდებულო, პერიოდული ტესტირებით. ეს არაა რაღაც გადაულახავი საფასური. ეს მან უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავადაც იყოს უსაფრთხოდ და ჩვენც ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ვართ უსაფრთხოდ და ამავდროულად, არ შეფერხდეს ინვესტოორებთან კომუნიკაცია. ჩვენ ძალიან აქტიურ საინვესტიციო პოლიტიკას ვაწარმოებთ. პარალელურად, გვინდა, გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რაც ბაზარზე გაჩნდა. ბიზნესვიზიტორებს აქვთ არჩევანი, თუ დიდი ხნით არიან ჩამოსულები, შეიძლება, არჩიონ ფასიანი კარანტინი და ამით ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან, ან, იგივე გააკეთონ ტესტირების მეშვეობით“, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ, ევროპულმა საბჭომ, 30 ივნისს მიიღო რეკომენდაცია, რომელიც 1 ივლისიდან ევროკავშირთან თავისუფალ მიმოსვლაზე დროებითი შეზღუდვის თანდათანობით მოხსნას ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

15 ქვეყნის სიაში, რომელიც ევროკავშირის საიტზეა გამოქვეყნებული, შედის საქართველოც, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ჩამონათვალში საქართველოს გარდა შედიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG