Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის წამყვანი ჟურნალისტები მხარდაჭერას უცხადებენ "ტერორიზმის გამართლებაში" ბრალდებულ კოლეგას


Svetlana Prokopyeva

რუსეთში 30-ზე მეტმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გაავრცელა მხარდამჭერი განცხადებები კოლეგის, ქალაქ ფსკოვში მცხოვრები სვეტლანა პროკოფიევას შესახებ, რომელსაც შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება "ტერორიზმის გამართლების" ბრალდებით.

განცხადებები 4 ივლისს გამოაქვეყნა ინტერნეტგამოცემა Kholod-მა. "მიუღებელია ჟურნალისტების დევნა იმიტომ, რომ ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ", - წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ირინა მალკოვა და დასძენს: "მიუღებელია მათთვის ნარკოტიკების ჩადება, ხელის მოტეხვა, ან ციხეში ჩასმა მათი სიტყვების თუ მოსაზრებების გამო".

პროკოფიევას, რომელიც რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ფრილანსერიც არის, ბრალი ედება მის მიერ 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომელშიც ის ლაპარაკობდა ჩრდილოეთის ქალაქ არხანგელსკში უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფისის აფეთქების შესახებ. ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ თავდამსხმელი - მოზარდი, რომელიც აფეთქებას ემსხვერპლა - მანამდე სოციალური მედიით აქვეყნებდა განცხადებებს და ეფესბეს ადანაშაულებდა სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებაში. პროკოფიევა წერდა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობებში პოლიტიკური აქტივიზმი მკაცრად შეზღუდულია და ეს ზოგიერთ ადამიანს სასოწარკვეთაში აგდებს.

3 ივლისს ამ საქმის პროკურორებმა სასამართლოს სთხოვეს, პროკოფიევას ექვსი წლით მიუსაჯოს პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG