Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყველაზე მეტად მატულობს აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთში


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, 4 ივლისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი ზრდა აღირიცხა და 24 საათში გლობალური მაჩვენებელი 212,326 შემთხვევით გაიზარდა. დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი მატება მოდის აშშ-ზე, ბრაზილიასა და ინდოეთზე.

აქამდე ინფიცირების ზრდის რეკორდული მაჩვენებლის დღედ 28 ივნისი ითვლებოდა, 189,077 ახალი შემთხვევით.

გარდაცვალების გლობალური რიცხვი მეტ-ნაკლებად უცვლელი რჩება და დღეში 5,000 ადამიანს უტოლდება.

აშშ-ში 4 ივლისის დღესასწაული შედარებით მოკრძალებული ღონისძიებებით აღნიშნეს, რადგან ჯანდაცვის სფეროს მესვეურები აცხადებენ, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები უწყვეტად მატულობს ქვეყნის სამხრეთსა და დასავლეთში. ​

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს შემთხვევების მატებას და ამას ტესტირების გაფართოებას მიაწერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG