Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა, კორონავირუსის და დემონსტრაციების ფონზე


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მატულობს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები და გრძელდება საპროტესტო აქციები რასობრივი უსამართლობის გამო.

4 ივლისს თეთრ სახლში მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ არმიის წევრები და სამედიცინო სფეროს პროფესიონალები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის წინა ხაზზე მუშაობდნენ.

ვაშინგტონის ცენტრში ათასობით მოქალაქემ მოიყარა თავი და თვალი მიადევნა სამხედრო თვითმფრინავების და მასშტაბური ფოიერვერკის შოუს, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, წელს ხალხის რაოდენობა მაინც ნაკლები იყო. ფოიერკვერკი, როგორც წესი, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების მთავარი მოვლენაა ხოლმე, თუმცა წელს ღონისძიებათა დაახლოებით 80 პროცენტი გაუქმდა.

თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა შეაქო ქვეყნის რეაგირება კორონავირუსზე, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მსხვერპლთა რიცხვი 130,000-ს ადამიანს უახლოვდება. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა წინა დღეს, რაშმონის მთის მემორიალთან გამოთქმული მოსაზრებები, როცა დაგმო "გაბრაზებული ბრბოები" და "რადიკალურ მემარცხენეობას" უწოდა საფრთხე ამერიკის ღირებულებებისა და ისტორიისთვის.

ტრამპის გამოსვლის დროს თეთრი სახლის წინ თავი მოიყარეს მოძრაობის "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" აქტივისტებმა და ბლოკირებულ ქუჩებზე მსვლელობა მოაწყვეს. თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია თვეზე მეტია წარმოადგენს ცენტრს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონსტრაციებისა, რითიც აპროტესტებენ საპოლიციო სისასტიკეს და რასობრივ უთანასწორობას. დემონსტრაციებს ბიძგი მისცა მაისის ბოლოს აფრიკელი ამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა პოლიციელთა ხელში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG