Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 10,000-ს გადააჭარბა კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა


გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 6632 ახალი შემთხვევა, - იუწყება დაავადების გავრცელებასთან ბრძოლის საგანგებო ოპერატიული შტაბი. COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან რუსეთში დაავადდა 674 515 ადამიანი, მათგან 10 027 დაიღუპა.

ფედერალური შტაბის სტატისტიკური მონაცემები ხშირად არ ემთხვევა რეგიონულს. ოფიციალური პირები ამას დათვლის სხვადასხვა მეთოდიკით ხსნიან, თუმცა, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ჯამდება მთელი მონაცემები ერთიანი მეთოდით, არ არის.

საერთო ანგარიშით, რუსეთში უკვე მეცხრე დღეა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები 7,000-ზე ნაკლებია 24 საათში. სიკვდილიანობის მონაცემი დღე-ღამეში 150-170 ადამიანს უტოლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG