Accessibility links

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


5 ივლისს ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, კორონავირუსის პანდემიის ფონზე. გამოკითხვების თანახმად, ორ უდიდეს პოლიტიკურ ბანაკს დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვს.

პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის მემარჯვენე-ცენტრისტული ხორვატიის დემოკრატიული კავშირი (HDZ) იმედოვნებს, რომ ამომრჩეველი მიემხრობა გაგრძელებას პოლიტიკური კურსისა, რომლითაც ევროკავშირის წევრი ეს ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ღრმა რეცესიას. HDZ-ის მთავარი მეტოქეა ალიანსი "რესტარტი", რომელსაც სათავეში უდგას დავორ ბერნარდიჩის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია.

გამოკითხვების თანახმად, ორივე მეტოქეს ხმების დაახლოებით მეოთხედი აქვს, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას კოალიციის შექმნა მოუწევს, აუცილებელი 76 მანდატის მოსაგროვებლად 151-წევრიან პარლამენტში.

"დიდი კოალიციის" შექმნას პლენკოვიჩიც და ბერნარდიჩიც გამორიცხავენ, თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ამ რთულ პერიოდში ქვეყნის სტაბილურობისთვის სწორედ ამგვარი კოალიცია იქნება საუკეთესო გზა.

გამოკითხვებში 11-მდე პროცენტით მხარდაჭერის მხრივ მესამე ადგილზეა ახალი მემარჯვენე-პოპულისტური პარტია, რომელსაც ფოლკლორის მომღერალი, მიროსლავ სკორო ხელმძღვანელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG