Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ირანში დაწესდა ახალი შეზღუდვები


ჰასან როჰანი
ჰასან როჰანი

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით, ირანელებს, რომლებსაც ნიღაბი არ ეკეთებათ, უარს ეტყვიან სახელმწიფო მომსახურების გაწევაზე, ხოლო სამუშაო ადგილები, რომლებიც ჯანდაცვის პროტოკოლს არ იცავენ, ერთი კვირის განმავლობაში დაიხურება.

როჰანი ამ განცხადებებით გამოვიდა 4 ივლისს, როცა კორონავირუსის პანდემიის შემაკავებელი ახალი ზომების შესახებ ისაუბრა. "ნიღბის არგაკეთება დე ფაქტო სხვა ადამიანების უფლებების დარღვევას წარმოადგენს", - პრეზიდენტის ამ სიტყვებს მისი ვებსაიტი აქვეყნებს.

4 ივლისის მონაცემებით, ირანში კორონავირუსით ინფიცირების გამო დაღუპული ადამიანების რაოდენობა იყო 11,408, ხოლო ინფიცირების შემთხვევები, ოფიციალური მონაცემებით, 237,878-ს გაუტოლდა. გავრცელებული ვარაუდით, რეალური მონაცემები ბევრად მაღალია.

5 ივლისიდან ირანში დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება. როჰანის თქმით, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები არ უნდა მოემსახურონ ადამიანებს, რომლებსაც ნიღაბი არ ეკეთებათ, ხოლო სამსახურებში უნიღბოდ მისული თანამშრომლები შინ უნდა გააბრუნონ. ინფიცირებული პირების "რელიგიური მოვალეობაა", ეს სხვებსაც შეატყობინონო, თქვა როჰანიმ და დასძინა: "შენი ინფექციის საიდუმლოდ დატოვება სხვა ადამიანების უფლებებს არღვევს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG