Accessibility links

ეროვნული გამოცდები დაიწყო - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 ივლისს


ეპიდემილოგიური მდგომარეობა საქართველოში

გასული 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 951 შემთხვევა აღირიცხა; გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 828-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 15-ია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სამივე ახალი შემთხვევა საქართველოში იმპორტირებულია.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანაში საზღვაო სეზონისთვის ახალი რეკომენდაციებიც გაიცა.

ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებაში ნათქვამია, რომ პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. პლაჟის ტერიტორიაზე დასაქმებულებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი.

წაიკითხე მეტი.

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

დრეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გამოცდები საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტ საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.

პანდემიის საფრთხეების გათვალისწინებით, საგამოცდო სივრცეები ექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საგანგებო რეკომენდაციებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით“.

  • გამოსაცდელ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე, გამოცდაზე შესვლის წინ მიიღონ ერთჯერადი პირბადეები;
  • მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი;
  • თუკი სხეულის ტემპერატურა გამოუვლინდა (37°C-დან 37.5°C-მდე), გამოსაცდელ პირებს მოეთხოვებათ PCR-ტესტირების უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ცნობა, თუმცა ეს სავალდებულო არ არის;
  • PCR-ტესტირება სავალდებულოა 37.5°C-ზე მაღალი ტემპერატურის მქონე პირებისთვის - წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ დაიშვებიან გამოცდებზე;
  • სხეულის მომატებული ტემპერატურის მქონე პირები, რომლებიც გამოცდებზე დაიშვებიან, სპეციალურად მათთვის მომზადებულ სივრცეებში განთავსდებიან.

გამოცდებში მონაწილე პირებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ ჩაიტარონ PCR-ტესტირება. ტესტირება უნდა ჩატარდეს გამოცდამდე 2-3 დღით ადრე.

წაიკითხე მეტი.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაწესდა ახალი ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად

5 ივლისს ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ გამოაცხადა ახალი ზომები, რომელთა მეშვეობით უნდა გაკონტროლდეს კორონავირუსის გავრცელება, იმ ფონზე, როცა მსოფლიოს გარშემო იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა.

ახალი ზომების შესახებ გამოაცხადეს საბერძნეთმა, ესპანეთმა, ირლანდიამ და კოსოვომ, ზომები მოიცავს ფართო სპექტრს, როგორც ლოკალურ ე.წ. ლოკდაუნს, ისე შეზღუდვებს უცხოეთიდან ჩასული პირებისთვის.

საბერძნეთმა 15 ივლისამდე დახურა საზღვარი სერბეთის მოქალაქეებისთვის, ბელგრადში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, კოსოვოში ღამით სამ ქალაქში გამოცხადდა ე.წ. ლოკდაუნი, ხოლო ირლანდიამ განაცხადა, რომ უცხოეთიდან ჩასული პირებისთვის საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას გამოცხადებულ ვადაზე ორი კვირით გვიან, 20 ივლისისთვის გადადებს. ესპანეთში გამოცხადდა ლოკალური ე.წ. ლოკდაუნი, რომელიც სანაპირო ზოლში მცხოვრებ 70,000-მდე ადამიანს შეეხო.

წაიკითხე მეტი.

პლაჟზე პირბადეს არ მოგთხოვენ

დამსვენებლებს არა, მაგრამ შეზლონგების გამქირავებელს პირბადე უნდა ეკეთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიუახლოვდება და სავალდებულო დისტანციას დაარღვევს.

ეს არის ზღვის სანაპიროზე აუცილებლად დასაცავი უსაფრთხოების წესების ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პირობებში 15 ივნისს შიდატურიზმი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა შეზლონგებისა და ქოლგების დაქირავება ბათუმის სანაპიროზე 4 ივლისიდანაა შესაძლებელი. პლაჟების მოიჯარეებს დღეს ოფიციალურად მიეცათ საშუალება, ზღვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა სანაპიროზე განელაგებინათ. შეზლონგების მფლობელებს წელს პირდაპირი წესით გაუფორმეს ხელშეკრულებები, აუქციონი კი აღარ გამოაცხადეს. პანდემიის გამო, ბულვარის ადმინისტრაცია ეპიდემიოლოგების მიერ წესების შემუშავებას ელოდა. ამიტომ დაგვიანდა ბათუმის სანაპიროზე ინფრასტრუქტურის მოწყობა. წელს შეზლონგებისა და ქოლგების დადგენილი ფასი გამქირავებლებს ხელშეკრულებაში არ ჩაუდეს. ამის ნაცვლად, მათ ხელშეკრულებით Covid-19-ის პრევენციისთვის აუცილებელი წესების დაცვა დაევალათ.

მთავარი წესი ზღვის სანაპიროზეც დისტანციისა და ჰიგიენის დაცვაა. საპლაჟო ინფრასტრუქტურის გამქირავებელს კი ევალება, ყოველი გამოყენების მერე შეზლონგები სადეზინფექციო ხსნარით დაამუშაოს. თერმოსკრინინგი მხოლოდ შეზლონგის გაქირავებაზე მომუშავე თანამშრომლებისთვისაა სავალდებულო.

წაიკითხე მეტი.

ნარკოტიკების მომხმარებლების თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ აქვს ჩამოყალიბებული, როგორია მისი დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს.

„ანარეკლებში“, იმ შენობის ეზოში, სადაც წამალდამოკიდებულებს წამალს ურიგებენ, ვსაუბრობთ უნდობლობაზე, ბრძოლაზე, ბედნიერებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG