Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ ჟურნალისტი სვეტლანა პროკოპიევა 500 ათასი რუბლით დააჯარიმა ტერორიზმის გამართლების ბრალდებით


სვეტლანა პროკოპიევა
სვეტლანა პროკოპიევა

ფსკოვის სასამართლომ ჟურნალისტი სვეტლანა პროკოპიევა 500 ათასი რუბლით დააჯარიმა ტერორიზმის გამართლების ბრალდებით. ეს განაჩენი სასამართლომ მას გამოუტანა სტატიისთვის, რომელშიც ის განიხილავდა მიზეზებს, რამაც უბიძგა არხანგელსკის 17 წლის მცხოვრებს, თავი აეფეთქებინა ფსბ-ს შენობასთან. ბრალდება პროკოპიევასთვის ექვსწლიან პატიმრობასა და ჟურნალისტური საქმიანობის ოთხი წლით აკრძალვას ითხოვდა.

თავად ჟურნალისტი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „მისი ტექსტის მთავარი აზრი მდგომარეობს სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკაში, არხანგელსკის ტერაქტი კი მხოლოდ საბაბი იყო“ რუსეთში გავრცელებულ სასტიკ სამართლებრივ პრაქტიკაზე სალაპარაკოდ.

პროკოპიევა, რომელიც რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის შტატგარეშე თანამშრომელია, 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში ლაპარაკობდა არხანგელსკში უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფისის აფეთქების შესახებ. ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ თავდამსხმელი - მოზარდი, რომელიც აფეთქებას ემსხვერპლა - მანამდე სოციალური მედიით აქვეყნებდა განცხადებებს და ფსბ-ს ადანაშაულებდა სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებაში. პროკოპიევა წერდა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობებში პოლიტიკური აქტივიზმი მკაცრად შეზღუდულია და ეს ზოგიერთ ადამიანს სასოწარკვეთაში აგდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG