Accessibility links

ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული სურამში დააკავეს


შსს-ს ცნობით, სურამში დააკავეს ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული 1986 წელს დაკავებული მამაკაცი.

უწყების თანახმად, მამაკაცმა ცოლს, სავარაუდოდ, ცეცლხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს - თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG