Accessibility links

ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაიჭრნენ პოლიციელი ქალი და მისი მძღოლი


ნაფისა ჰიჯრანი

ავღანეთის პოლიციის ცნობით, პოლიტიკოსი ქალი და მისი მძღოლი დაიჭრნენ 6 ივლისს დილით სროლის შედეგად პროვინცია ლოგარში.

პროვინციის დედაქალაქ პულ-ი-ალამში თავს დაესხდნენ ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა პროვინციის საბჭოს წევრი ნაფისა ჰიჯრანი, განაცხადა ლოგარის პოლიციის პრესსპიკერმა შაჰპურ აჰმადზაიმ. მისი თქმით, ჰიჯრანი სტაბილურ მდგომარეობაშია და ის დედაქალაქ ქაბულში გაგზავნეს სამკურნალოდ.

პოლიციის თანახმად, დაკავებულია მინიმუმ ერთი ეჭვმიტანილი და მიმდინარეობს გამოძიება.

ინციდენტისთვის ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ავღანეთში, განსაკუთრებით პროვინციებში, გასამხედროებული დაჯგუფებები ხშირად ესხმიან თავს ქალებს, რომლებიც სახლის გარეთ მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG