Accessibility links

ევროპის 5 ქალაქიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები შესრულდება


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპის 5 ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები შესრულდება. ფრენებს ავიაკომპანიები Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:

  • 13 ივლისი - ვარშავა;
  • 15 ივლისი - ბარსელონა;
  • 17 ივლისი - რომი;
  • 22 ივლისი - პარიზი;
  • 28 ივლისი - ათენი.

როგორც მთავრობამ დააანონსა, ბილეთის ფასი 200 ევროზე მაღალი არ იქნება. ამ დრომდე ჩარტერულ რეისებს "ჯორჯიან ეარვეისი" ასრულებდა, რომლის მიმართაც კრიტიკა ბილეთებზე დაწესებული მაღალი ფასის გამო ისმოდა.

ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ 5 რეისით საქართველოში დაბრუნდება, 14 დღის საკარანტინო სივრცეში გატარება მოუწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG