Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ ჩინეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს 25-წლიან ორმხრივ ხელშეკრულებაზე


მოჰამად ჯავად ზარიფი
მოჰამად ჯავად ზარიფი

ირანი ჩინეთთან "თავდაჯერებით და მიზანსწრაფულობით" აწარმოებს მოლაპარაკებას 25-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე - უთხრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა პარლამენტს 5 ივლისს და დასძინა, რომ ხელშეკრულებების პირობები მისი გაფორმების შემდეგ გამოცხადდება.

ზარიფის თქმით, ჩინეთთან ხელშეკრულების გარშემო საიდუმლოებები არ არსებობს და ამ ხელშეკრულების შესახებ საჯაროდ პირველად 2016 წლის იანვარში ილაპარაკეს, როცა პრეზიდენტი სი ძინპინი თეირანს ესტუმრა.

ჩინეთთან სტრატეგიული ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას ასევე ღიად მხარს უჭერს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამეინი.

ჩინეთი ირანისთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ბაზარს ირანის ნედლი ექსპორტისთვის, რასაც მნიშვნელოვნად ზღუდავს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები.

ზარიფმა ეს განცხადებები გააკეთა პარლამენტის წინაშე მისი პირველი გამოსვლისას მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს ახალი სხდომა შედგა, მანამდე გამართული არჩევნების ფონზე, რომელზედაც დომინანტური ძალა კონსერვატორები და ულტრაკონსერვატორები გა მოიპოვეს გამარჯვება. სხდომაზე ზარიფს გამოსვლას აწყვეტინებდნენ პარლამენტარები და კითხვებს უსვამდნენ მისი როლის შესახებ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებაში, რომლიდანაც 2016 წელს აშშ ცალმხრივად გამოვიდა და ირანს სანქციები აღუდგინა.

2015 წლის ხელშეკრულებას ირანს საერთაშორისო სანქციები მოუხსნა, ბირთვული პროგრამის შეკვეცის სნაცვლოდ, თუმცა ირანელი კონსერვატორები ამ ხელშეკრულებას მწვავედ ეწინააღმდეგებოდნენ და აცხადებდნენ, რომ აშშ-ის ნდობა არ შეიძლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG