Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 ივლისს განახლდება ევროკავშირის შუამავლობით წარმოებული სერბეთ-კოსოვოს მოლაპარაკება


ჯოზეპ ბორელი
ჯოზეპ ბორელი

კოსოვოს და სერბეთის ლიდერები 12 ივლისს მოლაპარაკებას გამართავენ ბრიუსელში, რითიც აღდგება ევროკავშირის შუამავლობით წარმოებული შეხვედრები, რომლებიც 2018 წლიდან შეჩერებულია, - აცხადებს ევროპის კომისიის პრესმდივანი.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ავდულა ჰოტის და სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შორის შეხვედრაზე განახლდება "მუშაობა ყოვლისმომცველ და იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაზე" ორმხრივი ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ, განაცხადა პეტერ სტანომ 6 ივლისს. შეხვედრას უმასპინძლებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჯოზეპ ბორელი.

ამ შეხვედრამდე, 10 ივლისს გაიმართება ვიდეოსამიტი, რომელსაც უმასპინძლებენ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და რომლის მიზანი იქნება დაძაბულობის განმუხტვა კოსოვოსა და სერბეთს შორის.

კოსოვომ 2008 წელს ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG