Accessibility links

ისრაელმა ახალი სატელიტი გაუშვა "ირანზე დასაკვირვებლად"


ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ წარმატებით გაუშვა ახალი სადამკვირვებლო სატელიტი, რომელიც მაღალი დონის მასალებს მოიპოვებს მისი სამხედრო დაზვერვისთვის.

ისრალი თავის სადამკვირვებლო შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს ისეთ მტრებზე დასაკირვებლად, როგორიც ირანია, რომლის ბირთვულ პროგრამასაც ის მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქვამს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სატელიტი Ofek 16 დილის 4 საათზე, 6 ივლისს გაუშვეს ისრაელის ცენტრიდან, ადგილობრივი წარმოების რაკეტით. სამინისტრო Ofek 16-ს აღწერს, როგორც "ელექტრო-ოპტიკურ, მაღალი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო სატელიტს".

საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ 6 ივლისს დაადასტურა, რომ ისრაელი ნაბიჯებს დგამს ირანის ბირთვული საფრთხის შესაკავებლად. აშკენაზიმ ეს განცხადება გააკეთა პასუხად შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა ირანში სავარაუდოდ სარაკეტო და ბირთვულ ობიექტებზე იდუმალებით მოცული აფეთქებების სერიას. "უკვე ბევრი ადმინისტრაციის განმავლობაში, ჩვენ ვატარებთ პოლიტიკას, რომ არ დავუშვათ ირანის მიერ ატომური შესაძლებლობების შეძენა" - მინისტრის ამ სიტყვებს ავრცელებს გამოცემა Jerusalem Post-ი. "ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც უმჯობესია არ აღიწეროს" - დასძენს მინისტრი.

ირანი აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას სამხედრო განზომილება არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG