Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფილტვები სუფთა აქვს


ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა და მისი ფილტვები სუფთაა. ამ განცხადებას წინ უძღოდა მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები, რომ ბოლსონარუს აქვს COVID-19-ის სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.

ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსის საფრთხის მნიშვნელობას ყოველთვის აკნინებდა, დაავადებას ჩვეულებრივ გრიპს უწოდებდა და პრინციპულად უარს ამბობდა ნიღბის გამოყენებაზე. ივნისში ბოლსონარუს სასამართლომ დააკისრა საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბით ყოფნის ვალდებულება.

ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჟაირ ბოლსონარუ კარგადაა და სახლში იმყოფება.

4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სადილზე ერთად იმყოფებდნენ ელჩი ტოდ ჩეპმენი, ბრაზილიის პრეზიდენტი, მისი კონგრესმენი ვაჟი და ხუთი მინისტრი. აშშ-ის საელჩომ ბრაზილიაში განაცხადა, რომ ელჩს კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა, გამოკვლევას ჩაიტარებს.

ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობით. ქვეყანაში უკვე დაინფიცირდა 1 600 000-ზე მეტი ადამიანი და 65 500-ზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG