Accessibility links

Covid-19-ის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია. კერძოდ, მარინა ეზუგბაიას თანახმად, ამ ხუთი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კოვიდ-ცენტრებში ამ დროისათვის 105 ადამიანი მკურნალობს, მათგან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 ინფიცირებულია განთავსებული.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 958-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 8 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 838.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG