Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კორონავირუსის გარშემო ვითარება „მართლა არაა კარგი“, ინდოეთმა რუსეთს გაასწრო ინფიცირებულთა რაოდენობით


აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის აზრით, ამ ქვეყანაში კორონავირუსის გარშემო ვითარება „მართლა არაა კარგი“, ახალი შემთხვევების რაოდენობის სწრაფი ზრდის და ჰოსპიტალიზების გამო.

ენტონი ფაუჩიმ 6 ივლისს განაცხადა, რომ აშშ მუხლებამდეა ჩაფლული ვირუსის პირველ ტალღაში, ევროპისა და აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით, რადგან სერიოზულად არ გააკონტროლა ინფექციის აფეთქებები და ბევრმა შტატმა ეკონომიკის მუშაობა ზედმეტად მალე განაახლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სათანადოდ არ შეაფასა ინფექცია და შტატებს მოუწოდებდა, აემოქმედებინათ ეკონომიკა მიუხედავად იმისა, რომ მთელ ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობა მალე სამი მილიონი იქნება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 6 ივლისს გასცდა 130 ათასს.

აშშ-ის შემდეგ კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა ბრაზილიაში, სადაც დაღუპულია 66 ათასამდე ადამიანი და ინფიცირებულია - 1,6 მილიონი. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა 6 ივლისს, რომ ფილტვები შეუმოწმეს და კორონავირუსის ტესტი ჩაუტარეს მას მერე, რაც ადგილობრივი მედია მის სიმპტომებზე იტყობინებოდა. ბრაზილიის პოპულისტმა ლიდერმა სათანადოდ არ შეაფასა კორონავირუსი და პირბადე არ უკეთია ხალხთან შეხვედრისას, ესწრება შეხვედრებს, საუბრებს მართავს მომხრეებთან.

ინდოეთში ინფექციის ახალი ტალღაა და 6 ივლისს ამ ქვეყანამ გაუსწრო რუსეთს შემთხვევათა რაოდენობით. ოფიციალური ცნობით, დაღუპულთა რიცხვი იქ 20 ათასია. ეს მონაცემები ქვეყნის შესახებ, სადაც 1,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ბევრის აზრით, რეალობას არ შეესაბამება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG