Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტი: ძალადობის შემთხვევების ზრდა „სერიოზული  გამოწვევაა“ სამშვიდობო პროცესისთვის


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ გამოთქვა გაფრთხილება, რომ მეამბოხეთა მხრიდან ძალადობის ზრდა „სერიოზულ“ საფრთხეს უქმნის თალიბანთან სამშვიდობო პროცესს.

6 ივლისს, ვიდეოკონფერენციის დროს, რომლის მიზანი იყო თალიბანთან მომავალი მოლაპარაკების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, ღანიმ თქვა, რომ ძალადობის ახლანდელი დონე უფრო მაღალია შარშანდელთან შედარებით, მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის სამზადისისა. „თუ თალიბანი ბრძოლას გააგრძელებს, ეს იქნება ავღანეთის სამშვიდობო პროცესისთვის სეროზული გამოწვევა“, უთხრა ღანიმ კონფერენციის მონაწილეებს.

ავღანეთის მთავრობა და თალიბანი ემზადებიან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის, რომლის მიზანია თითქმის ოცწლიანი ომის დასრულება ავღანეთში. მაგრამ ოფიციალურმა პირებმა ბრალად დასდეს თალიბანს, რომ მოკლა ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი გასულ კვირებში, მაისში გამოცხადებული სამდღიანი ზავის შემდეგ. თალიბანმა უარყო ბევრ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, თუმცა აღიარა, რომ ებრძვის ავღანეთის უშიშროების ძალებს ქალაქებს გარეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG