Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახარ პრილეპინის პარტია მოითხოვს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის რუსეთთან მიერთებას


ზახარ პრილეპინი
ზახარ პრილეპინი

თავისი ულტრაპატრიოტული პოზიციებით ცნობილ რუს მწერალ, ზახარ პრილეპინის, ლიდერობით მოქმედი პრატია „სიმართლისათვის“ ("За правду") გამოდის ინიციატივით, რომ დაუყოვნებლად ჩატარდეს რეფერენდუმი თვითაღიარებული რესპუბლიკების რუსეთთან მიერთების საკითხზე.

ამ წინადადებას შეიცავს პარტიის მიერ შემუშავებული წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც პარტიის საიტზეა გამოქვეყნებული.

„ჩვენ მოვითხოვთ დაუყვნებლად აღიარებას დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР), ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის (ЛНР), მოლდოვის დნესტრიპირეთის რესპუბლიკისა (ПМР) და, რეფერენდუმის შედეგების თანახმად, მათ შეერთებას რუსეთთან. რეფერენდუმების შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვდივართ რუსეთის ფედერაციაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დაუყოვნებლად შეერთების მოთხოვნით, სუბიექტების უფლებით," - ნათქვამია დოკუმენტში.

პარტია „სიმართლისათვის“ ასევე გამოდის ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში აისახოს ნორმა, რომელიც შესაძლებელს გახდის ნებისმიერი იმ ტერიტორიის რუსეთთან შეერთებას, რომლის მცხოვრებთა 75%-ი მხარს დაუჭერს რუსეთის ფედერაციაში შესვლას.

პრილეპინის პარტია მხარს უჭერს ასევე რუსეთისა და ბელარუსის სრულფასოვანი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნას ერთიანი ხელისუფლების ორგანოებით, საერთო ბიუჯეტითა და რუბლით, როგორც ერთიანი ვალუტით.

პარტია „სიმართლისათვის“ 2020 წლის 1 თებერვალს დაარსდა იმავე სახელწოდების საზოგადოების ბაზაზე. მაისში რუსეთის იუსტიციის სამინსტრომ პარტია რეგისტრაციაში გაატარა და მისცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

2018 წლის აგვისტოში უკრაინის კულტურის სამინისტრომ რუსი მწერალი ზახარ პრილეპინი შეიყვანა იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეროვნულ უშიშროებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG