Accessibility links

ჭიდაობაში, 2020 წლის კალენდარში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაამატეს


მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების (UWW) გადაწყვეტილებით, 2020 წელს თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობებში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. წინასწარი გეგმით, წლეულს მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები არ უნდა გამოვლენილიყვნენ, რადგან მოჭიდავეებს ოლიმპიური თამაშები ელოდათ, მაგრამ... კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიო-2020 ერთი წლით გადაიდო.

სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას 12-20 დეკემბერს ბელგრადი უმასპინძლებს. ბელგრადშივე ამ შეჯიბრების დაწყებამდე, 4-10 დეკემბერს, გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG