Accessibility links

პანდემიის პერიოდში საქართველოს პასპორტი ამერიკულზე „ძლიერი“ გახდა


საქართველოს პოზიციები საგრძნობლად გაძლიერდა პასპორტების ინდექსში, რომელსაც კონსალტინგური კომპანია Arton Capital-ი ადგენს.

პორტალ Passportindex.org-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს 57 ქვეყანაში შეუძლით უვიზოდ მოხვედრა, ხოლო 35 ქვეყანაში ვიზის აღება შეუძლიათ ჩასვლისთანავე.

ამგვარად, საქართველოს მობილურობის ინდექსი შეადგენს 92 ქულას, ხოლო ინდივიდუალურ რეიტინგში ქვეყანა 47-ე ადგილზეა.

რეიტინგში ლიდერობს იაპონია და ახალი ზელანდია, ხოლო აშშ-ის ტრადიციულად „ძლიერი“ პასპორტი ჩამოქვეითდა 52-ე ადგილზე.

რუსეთი, რეიტინგში, 59-ე ადგილზეა, უკრაინა - 101-ზე, აზერბაიჯანი - 123-ზე, ხოლო სომხეთი - 135-ზე.

პორტალის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი შეზღუდვები შეეხოთ სინგაპურის, აშშ-ისა და ჩილეს მოქალაქეებს.

კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის გამო, საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნების რიგში, რომელთანაც ევროკავშირმა 1 ივლისიდან გააღო თავისი საგარეო საზღვრები.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეებისათვის ბევრ ქვეყანაში შესვლაზე კვლავ მოქმედებს შეზღუდვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG