Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაკოალიცია ინიცირებულ კანონპროექტს მედიაგარემოსთვის ზიანის მომტანად აფასებს


კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" "მაუწყებლობის შესახებ" კანონსა და "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს გამოხატვის თავისუფლებისთვის რისკის შემცველად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამით ზიანი მიადგება მედიაგარემოს. კოალიცია ამ პროცესში მაუწყებლების, ავტორიზებული პირების, შიდა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს.

"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ამ კანონპროექტის დამტკიცება წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების გათვალისწინებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, კომისიას უფლება ექნება, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს დაქვემდებარებულ კომპანიებში დროებითი მმართველი დანიშნოს. გარდა ამისა, კანონის მიღების შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებები სასამართლო დავების დასრულებამდე უნდა აღსრულდეს. თავად კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ კანონპროექტს მაუწყებლებსა და მედიასაშუალებებზე გავლენა არ ექნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG