Accessibility links

კელი დეგნანის თქმით, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულება


აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შიდა ქართლში ყოფნისას ილაპარაკა რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ.

„კიდევ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და კვლავ შევახსენო რუსეთს, რომ მან უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად აღებული ვალდებულება. უნდა მიეცეს შესაძლებლობა ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად მგზავრობის, ერთმანეთთან შეხვედრის, ოჯახების გაერთიანების, მეგობრობის გაერთიანების, ისე, როგორც ეს იყო კონფლიქტამდე“, - ამბობს კელი დეგნანი.

ელჩი დაესწრო კასპის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმოს შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულის ჩაშვების ცერემონიალს. პროექტის მხარდამჭერია „სტარტაპ საქართველო“ და USAID-ი, რომლის მიზანსაც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს.

კელი დეგნანმა სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღი დაათვალიერა. მისი ახალი ფლიგელის რეაბილიტაცია USAID ZRDA პროექტის, ეუთოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად მოხდა.

დიპლომატი, აგრეთვე, შეხვდა იძულებით ადგილნაცვალ ქალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG