Accessibility links

სულ მცირე ორი კაცი დაიღუპა კარლოვი ვარისთან მატარებლების შეჯახების შედეგად


სულ მცირე ორი კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ჩეხეთის საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარის მახლობლად.

მედიის ცნობით, ავარიის ადგილზე მუშაობენ ჩეხი და გერმანელი ექიმებისა და მაშველების ბრიგადები, საევაკუაციო საქმიანობაში მონაწილეობს სამედიცინო შვეულმფრენები - „მედივაკები“.

იუწყებიან, რომ მატარებლები ერთმანეთის მოწინაღმდეგე მიმართულებით მოძრაობდნენ ჩეხეთის საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარსა და მოსაზღვრე ქალაქ იოჰანგეორგენშტადს შორის მდებარე ტყიან მონაკვეთზე.

ავარია მოხდა სარკინიგზო სადგურ პერნინკიდან 600 მეტრის დაშორებით ჩეხეთ-გერმანიის საზღვარზე მდებარე მთიან არეალ „კრუშნე ჰორიში“.

შეჯახების ადგილი რთულად მისადგომია, სამაშველო სამუშაოებს აძნელებს ასევე მთიანი მასივი.

უცნობია, თუ რამ გამოიწვია მატარებლების შეჯახება.

ჩეხეთის ტელევიზიის ცნობით, ავარიის შედაგად დაიღუპა ორი და დაშავდა დაახლოებით 30 მგზავრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG