Accessibility links

ვენაში გაიმართა მიტინგი ევროპაში ჩეჩენი პოლიტემიგრანტების მკვლელობების წინააღმდეგ


სამშაბათს, ვენაში მდებარე რუსეთის საელჩოს წინ გაიმართა საპროტესტო აქცია ევროპაში მყოფი ჩეჩნების გახშირებული მკვლელობების წინააღმდეგ.

აქციის ფონია ჩეჩენი პოლიტემიგრანტის, მამიხან უმაროვის, მკვლელობა ვენის შემოგარენში.

თავშესაფრის მაძიებელი, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსი უმაროვი, 4 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს ვენის შემოგარენში, გერასდორფში მდებარე სავაჭრო ცენტრთან ახლოს.

მკვლელობასთან კავშირის გამო ორი მამაკაცი დააპატიმრეს.

7 ივლისს ვენაში გამართულ აქციაზე 70 კაცი იმყოფებოდა. ისინი მოითხოვდნენ კრემლისა და რამზან კადიროვის კრიტიკოსი ჩეჩნების განუკითხავი წამებისა და მკვლელობების შეწყვეტას.

მომიტინგეებს ხელთ ეპყრათ პლაკატები რუსულ და გერმანულ ენაზე გაკეთებული წარწერით: „ვერ შეგვაშინებთ!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG