Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარს ლუგანსკში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა 100-ზე მეტი სახლი


უკრაინის ლუგანსკის ოლქში გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსხური იუწყება, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ცეცხლმა სოფელ სმოლიანინოვოში გაანადგურა ასამდე აგარაკი და საცხოვრებელი სახლი.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ომბუდსმენის წარმომადგენელი, პაველ ლისიანსკი, ამტკიცებს, რომ დაზარალებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

მისი მონაცემებით, საავადმყოფოში გადაყვანილია 24 კაცი, მათ შორის 15 ბავშვია.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ, არსენ ავაკოვის ფეისბუკის ცნობით, სამინისტროს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, სპეცტექნიკა და ავიაცია მონაწილეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით შექმნილია ოპერატიული შტაბი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დენის შმიჰალი ხელმძღვანელობს.

ხანძრის ჩაქრობა ლუგანსკის ოლქში გუშინდელი დღიდან ცდილობენ მას შემდეგ, რაც ცეცხლი ორი საატყეო მეურნეობიდან ნოვოაიდარის რაიონის სოფლებს მოედო.

იუწყებიან, რომ მეხანძრეების ბრიგადები ჯერჯერობით სრულად ვერ ახერხებენ ცეცხლის ჩაქრობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG