აშშ-მა ოფიციალურად შეატყობინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) გასვლის შესახებ, რასაც წინ უძღოდა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან სააგენტოს მისამართით გამოთქმული მკვეთრი კრიტიკა.
6 ივლისს აშშ-მა გაეროს გენერალურ მდივან, ანტონიუ გუტერეშს აცნობა, რომ ჯანმოს ზუსტად ერთი წლის შემდეგ დატოვებს.
აშშ-ი უმსხვილესი ფინანსური დონორია გაეროს ამ სააგენტოსი, რომლის ბიუჯეტის 15%-ი ვაშინგტონზე მოდის.
მაისის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას.
მისი თქმით, WHO-მ ვერ შეძლო თავისი ამოცანის შესრულება კორონავირუსთან ბრძოლაში, ვინაიდან ეს მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის სრულ კონტროლქვეშაა.
დაწერეთ კომენტარი