Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთში ლოკალიზებულია ხანძრის 3 კერა


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ხანძარს მეოთხე დღეა აქრობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთის ორ ფერდზე ხანძრის 4 აქტიური კერიდან 3 უკვე ლოკალიზებულია, კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მეოთხე კერაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, ხანძარს სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენიდან აქრობენ.

ხანძრის რაიონში მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული ტექნიკა იმუშავებს. რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში ჩაერთვება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

სოფელ ხაიშთან, მთის ფერდობზე მდებარე ტყის მასივში ხანძარი 5 ივლისს გაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG