Accessibility links

რუსეთი ყოფილ სამხედრო კორესპონდენტს ადანაშაულებს ჩეხეთისთვის იარაღის ვაჭრობაზე ინფორმაციის მიწოდებაში


რუსეთში სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს ყოფილი ჟურნალისტი. ბრალდების თანახმად, ის სამხედრო საიდუმლოებებს აწვდიდა ნატოს წევრი ქვეყნის მთავრობას. ამ საქმეს ზოგიერთი უწოდებს აშკარა თავდასხმას პრესის თავისუფლებაზე.

ივან საფრონოვ-უმცროსი, რომელიც მაისიდან მუშაობს რუსეთის კოსმოსის წამყვანი უწყების, „როსკოსმოსის“ მრჩევლად, 7 ივლისს დააკავეს და გაჩხრიკეს ეფესბეს წარმომადგენლებმა მოსკოვში, მის სახლთან ახლოს, და შემდეგ სასამართლოში წაიყვანეს, სადაც მან თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. სასამართლომ მას 6 სექტემბრამდე მიუსაჯა პატიმრობა.

პროკურორები საფრონოვს ადანაშაულებენ 2017 წელს ჩეხეთის რესპუბლიკისთვის ინფორმაციის გადაცემაში, რუსეთის მხრიდან ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ, - აცხადებს მისი ადვოკატი, ივან პავლოვი. საფრონოვი მაშინ ჟურნალისტად მუშაობდა. რუსეთი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციით საბოლოო მოსარგებლე ქვეყანა აშშ იყო, ამბობს პავლოვი.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში საფრონოვს 20 წლამდე ემუქრება პატიმრობა. მისი დაპატიმრება ჯერჯერობით ბოლო შემთხვევაა რუსი ჟურნალისტების და მკვლევრების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა, რამაც აღშფოთება გამოიწვია მათ ყოფილ კოლეგებში და ბიძგი მისცა ათეულობით საპროტესტო აქციას მოსკოვში, ეფესბეს შტაბბინის წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG