Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ინფრასტრუქტურაზე ხარჯებს გასწევს, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად


ბრიტანეთი 8 ივლისს გამოაცხადებს საგანგებო ბიუჯეტს, რომელშიც, როგორც მოელიან, გათვალისწინებული იქნება ინფრასტრუქტურული ხარჯები, რათა ქვეყანა კორონავირუსით შექმნილი ეკონომიკური სირთულეებიდან გამოვიდეს.

ხარჯების გეგმაში გათვალისწინებული იქნება თანხები სკოლებისთვის, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილებისთვის, გზების შეკეთებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

კორონავირუსის ეპიდემიას ბრიტანეთში 44,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მონაცემია.

ბოლო 24 საათში ინფიცირების ახალი შემთხვევების თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელი კვლავ აშშ-ს ჰქონდა, 7 ივლისს იქ ინფიცირების 60,209 შემთხვევა აღირიცხა, რის შედეგადაც მთლიანი მონაცემი ოდნავ ჩამოუვარდება 3 მილიონს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, აშშ-ში კორონავირუსით დაიღუპა 131,362 ადამიანი, რასაც 7 ივლისს კიდევ სიკვდილის 1,114 შემთხვევა დაემატა.

აშშ-ის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მონაცემი აქვს ბრაზილიას, იქ 1,6 მილიონი ადამიანია დაავადებული და 66,000-მდე გარდაცვლილი. ვირუსი აღმოაჩნდა ქვეყნის პოპულისტ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG