Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არქტიკის რეგიონში აღირიცხა ტემპერატურის რეკორდული მატება


ხანძარი ციმბირში
ხანძარი ციმბირში

ივნისში სიცხის ტალღამ ციმბირში ტემპერატურის რეკორდული მატება გამოიწვია, რასაც მეცნიერები უწოდებენ "გამაფრთხილებელ სიგნალს" კლიმატის გლობალური ცვლილებების შესახებ.

კოპერნიკის სახელობის კლიმატის ცვლილებების სამსახური (C3S) 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ გასული ივნისი აღრიცხულს შორის ყველაზე ცხელი იყო რუსეთის ციმბირის რეგიონისთვის, სადაც ტემპერატურა ნორმაზე 5 გრადუსით მეტი იყო ცელსიუსით. ეს ერთი გრადუსით მეტია, ვიდრე 2018 და 2019 წლების ანალოგიურ მონაკვეთში, როცა ივნისის თვე ასევე რეკორდულად ცხელი იყო.

"არქტიკა დანარჩენ მსოფლიოზე უფრო სწრაფად თბება", - თქვა პროგრამის დირექტორმა, კარლო ბუონოტემპომ და ამ ტენდენციას "შემაშფოთებელი" უწოდა.

მეცნიერებმა იციან, რომ კლიმატის ცვლილება არქტიკაში დათბობას ორჯერ უფრო სწრაფად იწვევს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში და ციმბირის ცხელი ტალღა, რომელიც მაისში დაიწყო, ამ ტენდენციისთვის ტიპურია. უჩვეულო სიცხემ ბიძგი მისცა ტყეებში ხანძრის კერების ზრდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG