Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფრო მკაცრი კონტროლის ნიშნად პეკინმა ჰონგ-კონგში უსაფრთხოების ახალი ოფისი გახსნა


ჩინეთმა ახალი ოფისი გახსნა ჰონგ-კონგში თავისი დაზვერვის აგენტებისთვის, რომლებიც პირველად იმოქმედებენ ღიად უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის შესაბამისად. ამით პეკინი საჯაროდ გამოხატავს, რომ საფინანსო ცენტრზე კონტროლს აძლიერებს.

ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ოფისის გახსნის ცერემონია 8 ივლისს გაიმართა ჰონგ-კონგის ერთ-ერთ სასტუმროში, უსაფრთხოების მკაცრი ზომების პირობებში.

დროებითი ოფისი მდებარეობს კომერციულ რაიონში, ვიქტორიას პარკთან, რომელიც დიდი ხანია ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული საპროტესტო გამოსვლების ცენტრია.

პეკინის ეს ნაბიჯი მოჰყვა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის მიღებას. კანონმა საერთაშორისო მასშტაბით გამოიწვია შეშფოთება, რომ ის ძირს გამოუთხრის თავისუფლებებს, რომლებსაც ითვალისწინებს დიდი ბრიტანეთის მიერ ჩინეთისთვის ჰონგ-კონგის გადაცემის თაობაზე 1997 წელს მიღწეული შეთანხმება.

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონი, რომლისთვისაც ძირგამომთხრელი საქმიანობის, გამოყოფის, ტერორიზმისა და უცხოურ ძალებთან გარიგებისთვის სამუდამო პატიმრობამდეა გათვალისწინებული, სტაბილურობას აღადგენს გასული წლის ზოგჯერ ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ხელისუფლების თანახმად, ახალ ოფისში მომუშავე აგენტებს ექნებათ უფლებამოსილება, გამოძიება აწარმოონ კანონით განსაზღვრულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG