Accessibility links

ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობისთვის პატიმრობა შეეფარდა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელს


სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პირს, რომელსაც ბრალად ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული პირის გაუპატიურების მცდელობა ედებოდა. ბრალდებული ვ.დ. ამავე თავშესაფრის დაცვის თანამშრომელი იყო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა.

სამართალდამცავებმა ვ.დ. იმავე დღეს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

ვ.დ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG