Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში შეტაკებებში 60 პოლიციელი და დემონსტრანტი დაშავდა, 24 ადამიანი დააკავეს


სერბეთის პოლიციის ცნობით, 24 ადამიანი დააკავეს და 60 პოლიციელი და დემონსტრანტი დაშავდა შეტაკებებში, რომლებიც წუხელ დაიწყო ბელგრადში. სერბები აპროტესტებენ მთავრობის მიერ მკაცრი საკარანტინო ზომების ხელახლა შემოღებას კორონავირუსის ინფექციის კვლავ გაძლიერების გამო.

შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტების ჯგუფს შორის, რომლებიც შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მოქალაქემ.

პოლიციის უფროსმა ვლადიმირ რებიჩმა 8 ივლისს განაცხადა, რომ არეულობის დროს დაშავდა 43 პოლიციელი და 17 დემონსტრანტი, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის ხუთ ავტომანქანას.

პოლიციის მიერ დაკავებულთა შორის არის მემარჯვენე ფრთის დამოუკიდებელი დეპუტატი სრდიან ნოგო. პოლიცია მემარჯვენე რადიკალ ნაციონალისტებს ადანაშაულებს არეულობის დაწყებაში.

ბელგრადში 8 ივლისს კიდევ ერთი დემონსტრაციაა მოსალოდნელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG