Accessibility links

რაჭის ოდების გადარჩენას საინიციატივო ჯგუფი იწყებს


რაჭის სათემო ორგანიზაციამ რაჭის ოდების პოპულარიზაციისთვის ფოტოპროექტის გაკეთება გადაწყვიტა. ორგანიზაცია გეგმავს, რომ დაამზადოს ვებგვერდი, სადაც რაჭული ოდების ფოტოებს განათავსებენ და მათი ისტორიების შესახებ მოუყვებიან ვიზიტორებს. მათ ჯამში 5 ათასი ლარი სჭირდებათ, საიდანაც 2,500 ლარის მოგროვების შემთხვევაში დარჩენილ თანხას „ორბელიანი მეტი“ დაუმატებს.

"ამ საქმიანობაში სათემო ორგანიზაციების წევრები მოხალისეობრივად ჩაერთვებიან. სარგებლიანობა ისაა, რომ ფოტოდოკუმენტირება მოხდეს და ადამიანები დაინტერესდნენ რაჭის ოდებით. რაჭაში ბევრი ადამიანი ჩამოდის, მაგრამ არ იციან, რომ ასეთი რამ არსებობს, არც მარშრუტია", - უხსნის პროექტის მიზანს რადიო თავისუფლებას სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეთო არსანიძე.

ისვე ჰყვება, რომ 5 ათასი ლარი, რომლის შეგროვებაც უნდათ ფოტოგრაფის დაქირავებისთვის, ვებგვერდის დამზადებისა და საწვავის ხარჯისთვის არის საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG