Accessibility links

თელავის საკრებულოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო, საქმე ძალადობას ეხება


შვილებზე ძალადობის გამო, თელავის საკრებულოს წევრის, მიხეილ გრემელაშვილის ოჯახის წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თელავში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან გრემელაშვილის შვილები, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

ინფორმაცია გრემელაშვილის მიერ შვილებზე ძალადობის შესახებ, მისმა ნათესავმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. პოსტში ნათქვამია, რომ „ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება“.

მიხეილ გრემელაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატია თელავის საკრებულოში 2017 წლიდან.

იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG