Accessibility links

მაიკ პომპეოს თქმით, ჩინეთმა „წარმოუდგენლად აგრესიულად“ იმოქმედა ახლახან ინდოეთთან შეტაკებისას


მაიკ პომპეოს პრესკონფერენცია სახელმწიფო დეპარტამენტში. 2020 წ. 8 ივლისი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 8 ივლისს განაცხადა, რომ ჩინეთმა „წარმოუდგენლად აგრესიულად“ იმოქმედა ახლახან ინდოეთთან შეტაკებისას საზღვრის სადავო მონაკვეთის გამო.

15 ივნისს ღამით ჩინეთისა და ინდოეთის სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა. ამ ინციდენტში, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა დანები, კეტები და კომბლები, ინდოეთის 20 ჯარისკაცი დაიღუპა. ჩინეთს ჯერაც არ დაუდასტურებია, იყო თუ არა მის მხარეს მსხვერპლი, მაგრამ ინდოეთის მხარეს მსხვერპლი ყველაზე მაღალი იყო საზღვარზე უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში.

„ჩინელებმა წარმოუდგენლად აგრესიულ მოქმედებებს მიმართეს და ინდოელებმა ყოველი ღონე იხმარეს ამაზე რეაგირებისთვის,“ განაცხადა პომპეომ სახელწმიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩინეთ-ინდოეთის შეტაკების შემდეგ ეს აშშ-ის უმაღლესი რანგის დიპლომატის ყველაზე ფართო მასშტაბის განცხადება იყო. პომპეოს კომენტარები ასახავს ვაშინგტონსა და პეკინს შორის მზარდ დაძაბულობას.

აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირებაში უკანასკნელ ხანებში ფიგურირებდა კორონავირუსის პანდემიის დაწყების თემა, ჩინეთის მოქმედებები ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში, ჰონგ-კონგში და თითქმის ორწლიანი დავა ვაჭრობის სფეროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG