Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილანიშვილის ადვოკატის თქმით, გამომძიებლებმა დაადგინეს თეთრპერანგიანი პირის ვინაობა


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარებული ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს" ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი და „ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ გამოცხადდა“ შს სამინისტროში.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განმარტა, რომ წარადგინა ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ „ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა, არ გასულა საერთოდ უბნიდან“.

ბილანიშვილის ინტერესების დამცველმა მედიას აცნობა, რომ ამ წუთებში გამომძიებლებმა დაადგინეს თეთრპერანგიანი პირის ვინაობა. „სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია“, - აღნიშნა აბესაძემ. ადვოკატის თქმით, მასზე ამბობდა „მთავარი არხი“, რომ თითქოს ის არის

ავთანდილ ბილანიშვილი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გავრცელების გამო დაიბარეს. „მთავარმა არხმა" ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმესთან შემხებლობაში არაერთხელ ახსენა. არხი მას ქუჩის ავტორიტეტად მოიხსენიებდა და აღნიშნავს, რომ მას ხელს აფარებდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარია.

არხმა ბილანიშვილი კიდევ ერთხელ გუშინ, 7 ივლისს ახსენა. გაავრცელა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი, სადაც მცხეთიდან ჩამოსული გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილის დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნაა ასახული. „მთავარი არხის" ვერსიით, ვიდოკადრებში გამოჩენილი კაცი, სავარაუდოდ, ბილანიშვილია და ის 4 წუთის განმავლობაში ამირხანაშვილს ესაუბრება.

19 წლის შაქარაშვილის კვალი 18 ივნისს დაბადების დღის წვეულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის შემდეგ დაიკარგა და ის 4 დღის შემდეგ წყალში იპოვეს. ექპერტიზას მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დაუდგენია. უშუალოდ მისი გარდაცვალების საქმეზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა იმ ღამით მომხდარი ჩხუბის გამო 17 პირს თავისუფლება აქვს აღკვეთილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG